ბნსუ-ს პროფესორების ლექციები პოლონეთში

მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები გიორგი გაბედავა და ნათია მიქელთაძე ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, მიწვეულნი არიან ვროცლავის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში (პოლონეთი). აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, ბნსუ-ს პროფესორები ჩაატარებენ რამდენიმე ლექციას სტუდენტებისთვის და ერთ ღია ლექციას პერსონალისთვის, გამოცდილების გაზიარების მიზნით გაეცნობიან მასპინძელი უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები პირველად ახორცილებებნ სამუშაო ვიზიტს პარტნიორ უნივერსიტეტში ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში.
