სიახლეები უკან

ბნსუ-ს პროფესორების ვიზიტი ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში

15 მარტი 2022

2022 წლის 13 – 18 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა და ასისტენტ პროფესორი ნინო ჭილაია სამუშაო ვიზიტით იმყოფება სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის დეკანთან, დეკანის მოადგილესთან და პროფესორთან.

მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, როგორიცაა სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლა, სამეცნიერო აქტივობების, საბიბლიოთეკო რესურსების გაზიარება და სხვა.

ასევე, პროფესორებმა დაათვარიელეს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ლექციების ჩატარება სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.