სიახლეები უკან

ბნსუ-ს პროფესორის ლექცია ჩანდიგარის კოლეჯის სტუდენტებისთვის

27 მაისი 2025

2025 წლის 26 მაისს, ბნსუ-ს პროფესორმა გიორგი გაბედავამ ონლაინ საჯარო ლექცია ჩაუტარა ჩანდიგარის კოლეჯების ჯგუფის (ინდოეთი, ჯანჯერი) სტუდენტებს თემაზე: Maritime Economics - Navigating the Future of Global Trade and Maritime Strategy.

საერთაშორისო ლექციების სერიის ფარგლებში ჩატარებული ლექცია შეეხებოდა საერთაშორისო საზღვაო კომერციის განვითარებადი ლანდშაფტის ანალიზსა და საზღვაო ეკონომიკის როლს სამომავლო პერსპექტივაში.

მსგავსი საერთაშორისო აკადემიური ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბნსუ-ს ინტერნაციონალიზაციისთვის და მნიშვნელოვნად ხელს უწყობს უნივერსიტეტის გლობალურ აღიარებას, კულტურულ ურთიერთგაცვლას და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას.