სიახლეები უკან

ბნსუ-ს სტუდენტები ნატო-ს თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსს ესწრებიან 09.12.2020

10 დეკემბერი 2020
  130303020_4147170365293519_2279568773913321532_o.png   ? ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ნატო-ს თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსს ესწრებიან. სასერტიფიკატო კურსი შედგება ხუთი ვებინარისგან, ის 2020 წლის 9 დეკემბერს დაიწყო და 23 დეკემბერს დამთავრდება. ? კურსის ფარგლებში სტუდენტები გაიგებენ მეტს ნატოს ისტორიაზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე, ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილულ იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები. ? სასერტიფიკატო კურსი გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიცერი. ? მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, მოხსენება წაიკითხა სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმს ირაკლი მენაღარიშვილიმა, თემაზე: ნატო-ს დაარსების ისტორიული მიმოხილვა, ნატო დღეს. ? ღონისძიება იმართება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს. ? დღევანდელ ვებინარს მთელი საქართველოს მასშტაბით 200 სტუდენტზე მეტი ესწრებოდა.