სიახლეები უკან

ბნსუ-ს სტუდენტების საერთაშორისო მობილობა კორეის საზღვაო და საოკეანო უნივერსიტეტში

7 მარტი 2022

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო ნავიგაციის მესამე კურსის სტუდენტები გიორგი დვალი და ზაზა ფხაკაძე სწავლას კორეის საზღვაო და საოკეანო უნივერსიტეტში ინუვერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე გააგრძელებს.

სტუდენტები კორეის საზღვაო და საოკეანო უნივერსიტეტში 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრის განმვალობაში ისწავლის.

აღნიშნული მობილობა სრულად დაფინანსებულია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ოკეანისა და მეთევზეობის სამინისტროს მიერ.

კორეის საზღვაო და საოკეანო უნივერსიტეტი არის სამხრეთ კორეის ყველაზე პრესტიჟული ეროვნული უნივერსიტეტი საზღვაო კვლევებისთვის, სატრანსპორტო მეცნიერებისა და ინჟინერიისთვის. ის მდებარეობს ბუსანში.

კორეის საზღვაო და საოკეანო უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.