ბნსუ-ს სტუდენტებმა სანაპირო დაასუფთავეს

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სანაპირო დაასუფთავეს. აქტივობა მსოფლიო ოკეანის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების ახალგაზრდებმა ზღვის ზოლი ნარჩენებისგან და პლასტმასისგან გაწმინდეს.
მსოფლიო ოკეანის დღე 8 ივნისს აღინიშნება. ამ დღის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ეწყობა გამოფენები, დისკუსიები და შემეცნებითი ტურები ოკეანის და მისი ეკოსისტემების პრობლემების გასაცნობად.
ოკეანეები დედამიწის ზედაპირის ⅔ ფარავს და ის დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის განმაპირობებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ოკეანეებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ნახშიროჟანგის შთანთქმასა და დიდი რაოდენობით ჟანგბადის გამოყოფაში, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში.
თემასთან დაკავშირებით მომზადებული სატელევიზიო მასალა იხილეთ აქ

