სიახლეები უკან

ბნსუ-ს სტუდენტის მობილობა შეცინის საზღვაო უნივერსიტეტში

10 მარტი 2022

ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო ნავიგაციის სტუდენტი ბაგრატ პილილიანი სწავლას შეცინის საზღვაო უნივერსტეტის საზღვაო ფაკულტეტზე გააგრძელებს.

ბაგრატი შეცინის საზღვაო უნივერსიტეტში 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრის განმვალობაში ისწავლის.

შეცინის საზღვაო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც საზღვაო განათლებას სთავაზობს სტუდენტებს, ის ქალაქ შეცინში მდებარეობს, პოლონეთი.

შეცინის საზღვაო უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.