ბნსუ-ს სტუდენტთა და პედაგოგთა საყურადღებოდ!
4 ნოემბერი 2016

2016 წლის 5 ნოემბერს, 11 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, ბნსუ-ს სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები აწყობენ აქციას ,,შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით. დაგეგმილი აქციის ფარგლებში ბნსუ-ს სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები დაასუფთავებენ თამარის დასახლების მიმდებარე ზღვისპირა ზოლს.
,,შავი ზღვის დაცვის დღე“ მსოფლიოში 31 ოქტომბერს აღინიშნება. ბნსუ-ს სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით ,,ზღვა ჩვენი სიწმინდეა“, სადაც ისაუბრეს შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობასა და აქტუალურ პრობლემებზე.
