ბნსუ-ს სტუდენტთა საყურადღებოდ!!! 02.02.2020

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერესიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად დაიწყება 16 მარტს.
გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.
✅ბნსუ გაითვალისწინებს რეკომენდაციას და უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის აუდიტორიებში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
