ბნსუ-ს სტუდენტთა საყურადღებოდ
14 სექტემბერი 2015
ქ. ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი აწყობს საშემოდგომო სტუდენტურ დღეებს ბათუმში. ადგილობრივი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტები წარმოადგენენ ხალხურ ცეკვასა და სიმღერებს, თანამედროვე ცეკვებს, შედგება შემოქმედებითი გამოფენები და პოეტური კონკურსი. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, ვთხოვთ, მიმართონ ბნსუ-ს თვითმმართველობას.
