ბნსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
29 ივნისი 2022
2022 წლის 27 ივნისს ბნსუ-ში გაიმართა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების შედეგად ბნსუ-ს ახალი თვითმმართველობის წევრები არიან:
- იოანე მერაბიშვილი;
- კახიძე გიორგი;
- პაქსაძე ალექსანდრე;
- კახიძე რომანი;
- თავდგირიძე სერგი;
- ჯინჭარაძე გიორგი;
- ბერიძე ნიკა;
- ალექსანდრია საბა;
- მჟავანაძე ილია;
- ბოლქვაძე ირაკლი;
- სარანტიდი გრიგორი;
- ფუტკარაძე იზა.
2022 წლის 28 ივნისს გაიმართა ახლადარჩეული სტუდენტური თვითმმართველობის პირველი სხდომა, რომელზედაც ბნსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი იოანე მერაბიშვილი, ხოლო მოადგილედ - ლოგისტიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი იზა ფუტკარაძე.
ბნსუ ულოცავს თვითმმართველობის ახალ შემადგენლობას და წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს მას!
