სამეცნიერო ღონისძიება-„საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა
ბნსუ სამეცნიერო ღონისძიებაზე -„შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ წარსდგა
დღეს, 2022 წლის 5 ივლისს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა, დაინტერესებულებს, ღია ცისქვეშ გახსნილ პავილიონთან უმასპინძლეს და საზღვაო სასწავლებლისა და მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოიფინა სამეცნიერო ნაშრომები, ლექსიკონები
ბნსუ-ს გარდა სამეცნიერო პავილიონების გახსნაში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით და რეგიონში მოქმედმა სხვა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებმა და სხვა ორგანიზაციებმა მიიღეს.
წარდგენილ იქნა შავი ზღვისა და რეგიონის კვლევების ამსახველი სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტის შედეგები, სახალისო აქტივობები მოსწავლეებისათვის, გამოფენები, ვიქტორინები და სხვა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“.
ღონისძიების მიზანია შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა და მათი გაზიარება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.
სამეცნიერო ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის - კონფერენციების ფარგლებში აფინანსებს. ორგანიზატორი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.
Adjara TV_სამეცნიერო ღონისძიება -„შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე
TV25_სამეცნიერო ღონისძიება -„შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე
