ბნსუ-ში „დროის ბანკი“ წარადგინეს

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს პროექტი „დროის ბანკი“ გააცნეს. უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში პრეზენტაცია სამეცნიერო კავშირ „ინტელექტის“ ხელმძღვანელის მოადგილემ გამართა. თეონა კაკაციძემ ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა და მოხალისეობის პროექტის დეტალებზე ისაუბრა .სტუდენტები გაეცნენ „დროის ბანკის“ არსს, მის მნიშვნელობას საზოგადოებისთვის და საიტის მუშაობის პრინციპს.
პროექტი ინდივიდების გარდა, ხელს უწყობს სხვადასხვა კომპანიებს, უნივერსიტეტებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს გაზარდონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა რეალურ დროში.
„დროისბანკი“, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის ერთ-ერთი ფორმის, მოხალისეობის პოპულარიზაციას ელექტრონული პლატფორმის - www.timerepublik.com -ისმეშვეობით;
შეხვედრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“-ს ერთობლივი ორგანიზებით შედგა.
პროექტს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო აფინანსებს.

