სიახლეები უკან

ბნსუ-ში მიზნობრივი საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსის გამოცხადების და ჩატარების შესახებ 15.03.2021

15 მარტი 2021

139606949_4252268231450398_4506615755129180191_n.png

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიზნობრივი საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსს (ბნსუ-ს რექტორის ბრძანება 01-04, 15.03.2021). კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებაა უნივერისტეტების მესამე მისიის განვითარების ხელშწყობა.

კონკურსის ჩატარების ვადები:

           კონკურსის გამოცხადება - 15.03.2021;

           საკონკურსო განაცხადების მიღების დაწყება - 15.04.2021;

           საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულება - 22.04.2021;

           საკონკურსო კომისიის მუშაობა - 23.04-29.04.2021;

           კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება - 30.04.2021;

           კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება - 04.05-06.05.2021;

           კონკურსის საბოლოო შედგების გამოცხადება - 07.05.2021.

ბნსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსში გამარჯვებული პროექტის დაფინანსებასთან დაკავში­რე­ბუ­ლი რეკომენდაციები და ბნსუ-ს რექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოიცემის თარიღია 10.05.2021;

კონკურსზე წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:

  • განცხადება;
  • პროექტის პასპორტი;
  • პროექტში მონაწილეთა პირთა CV (ბნსუ-ში მოქმედი ფორმით; სტუდენტის და მაგისტრანტის შემთხ­ვე­ვა­ში - ასევე, ცნობა სტუდენტის სტატუსის, სწავლების სემესტრის და აკადემიური მოსწრების შესახებ);

საკონკურსო კომისია:

ბნსუ-ს კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი გეჩბაია - კომისიის თავმჯდომარე;

ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე მუსხაჯბა - კომისიის წევრი;

ბნსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნინო ბერიძე - კომისიის წევრი;

ბნსუ-ს ადამინური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ინდირა ლორთქიფანიძე - კომისიის მდივანი.

საპრეტენზიო კომისია:

ბნსუ-ს პროფესორი ნაირა ტაბიძე - კომისიის თავმჯდომარე;

ბნსუ-ს პროფესორი შოთა ბარამიძე - კომისიის წევრი.

ბნსუ-ს ასისტენტ-პროფესორი ნინო ჭილაია - კომისიის მდივანი.

კონკურსში გამარჯვებულ პროექტთა რაოდენობაა 1 (ერთი) პროექტი.

კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტების მიღება-აღრიცხვას აწარმოებს ბნსუ-ს კანცელარიას;

კონკურსზე წარდგენილი პროექტები შეიძლება იყოს ინდივიდუალური და კოლექტიური;

კონკურსზე წარდგენილი პროექტის ავტორი და/ან თანაავტორი შეიძლება იყოს:

  • ავტორი (პროექტის წარმდგენი) - ბნსუ-სთან აფილირებული აკადემიური პერსონალი, თანაავტორები - ბნსუ-ს აკადემიური, მოწვეული და სხვ. პერსონალი;
  • ბნსუ-ს სტუდენტები და მაგისტრანტები (მხოლოდ როგორც თანაავტორი);
  • ბნსუ-ს პარტნიორი დაწესებულებების პერსონალი და სტუდენტები (როგორც თანაავტორები).

მითითებული საკონკურსო საბუთები (გარდა საკონკურსო განცხადებისა) წარმოდგენილ უნდა იქნეს ბნსუ-ს კანცელარიაში დალუქულ კონ­ვერტში სა­კონ­კურსო დოკუმენტების წარდგენისთვის დად­გე­ნილ ვადაში.

კონკრეტული პროექტის დაფინან­სე­ბის შე­სა­ხებ რეკომენ­და­ციას შეიმუშავებს ბნსუ-ს აკადემიური საბჭო (ერთობლივი პროექტის შემთხვევაში - ბნსუ-ს აკადემიური საბჭო და პარტნიორი დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს/პირი).

წარმოსადგენი დოკუმენტების ფორმები იხილეთ ბმულებში:

  1. დანართი 1 - საკონკურსო განცხადება
  2. დანართი 2 - პროექტის პასპორტი
  3. დანართი 3 - პროექტის ხარჯთაღრიცხვა