სიახლეები უკან

ბნსუ-ში მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა

21 ივნისი 2025

2025 წლის 20 ივნისს, ბნსუ-ს ასისტენტ-პროფესორის, თათია ცეცხლაძის მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართა.

„ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების ანალიზი გენდერულ ჭრილში“ - აღნიშნული მონოგრაფია ეძღვნება ქართულ პოლიტიკურ ზეპირმეტყველებაში გენდერული თავისებურებებს და მათ სისტემურ შესწავლას ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზის გამოყენებით.

ავტორმა აუდიტორიას დეტალურად გააცნო კვლევის მიზანი, მეთოდოლოგია და ძირითადი მიგნებები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა დასვეს კითხვები მონოგრაფიაში გამოყენებული ანალიზის მოდელებსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე.