ბნსუ-ში პროფესორის ვიზიტი ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში
2022 წლის 7- 12 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სატირ ტანზერი სტუმრობს.
პროფესორი შეხვდა ბნსუ-ს რექტორის მოადგილეს გელა გვარიშვილს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლალი ხვედელიძეს და საერთაშორისო ურთიერთოების სამსახურის უფროსს გიორგი გაბედავას. მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
ასევე, პროფესერმა გაცნობითი ხასიათის ლექცია ჩაუტარა ბნსუ-სსტუდენტებს და პერსონალს.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი პროფესიული მიმართულების ლექციებს ჩაუტარებს ბნსუ-ს სტუდენტებს მიმდინარე კვირაში.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტია, რომელთანაც ახორციელებს სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლის პროგრამებს.
