სიახლეები უკან

ბნსუ-ში სწავლა განახლდა

30 სექტემბერი 2019

 

swda201192_2.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა განახლდა. პირველკურსელთა მისაღები ცერემონია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოში გაიმართა. ახალგაზრდებს სწავლის დაწყება მიულოცეს ბნსუ-ს რექტორის მოადგილემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დეკანებმა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ.

უნივერსიტეტის ბენდის (SILVER DROPS) წევრებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

მოგვიანებით, პირველკურსელებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებს გააცნეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უპირატესობები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდები, დასაქმების გზები, ასევე საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობები.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 3 საბაკალავრო და ერთი სამაგისტრო საგანანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს.