ბნსუ სტუდენტთა საყურადღებოდ!
3 თებერვალი 2015
2015 წლის 8 თებერვალს, 19 საათზე, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება მონო-სპექტაკლი ,,ტერენტი გრანელი’’.
ტერენტი გრანელი (ტერენტი სამსონის ძე კვირკველია) XX საუკუნის დასაწყისში გამოვიდა ქართულ სამწერლობო ასპარეზზე. მისი პარადოქსებითა და უცნაურობებით აღსავსე ცხოვრება მუდამ იპყრობდა მკვლევათა ყურადღებას და მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა...
თქვენ გეძლევათ შანსი, კიდევ ერთხელ ეზიაროთ გრანელის უკიდეგანოდ ლამაზ სამყაროს. სპექტაკლზე დასწრების მსურველებმა მიმართონ კურატორებს. ბნსუ-ს ადმინისტრაციის ინიციატივით, ბნსუ-ს სტუდენტებისათვის ბილეთები უფასოა.
