ბნსუ სტუდენტთა საყურადღებოდ - დასაქმების პროგრამა
ქალაქ ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება აცხადებს რეგისტრაციას სტუდენტთა დასქმების მიზნობრივ პროგრამაზე. პროგრამის შესაბამისად დასაქმდება ბნსუ 20 სტუდენტი. პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი მოიცავს პერიოდს 1 ივლისიდან 30 ივლისამდე, მეორე 1 აგვისტოდან 30 აგვისტომდე. რეგისტრაცია იწარმოებს 11 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით.
ბნსუ-ს იმ სტუდენტებს, რომლებიც განეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არიან დედ-მამით ან დედით ან მამით ობლები, წარჩინებულ სტუდენტებს (A კატეგორია), იძულებით გადადგილებულ პირებს, ეკომიგრანტებსა და იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ ან უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, ვთხოვთ მიმართონ თავიანთ დეკანატებს.
