სიახლეები უკან

წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენა

8 მარტი 2024
2024 წლის 8 მარტს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენას დაეწრნენ. ღონისძიების მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ღონისძიების ფარგლებში ბნსუ-ს ბიბლიოთეკამ სტუდენტების სურვილების გათვალისწინებით შეიძინა ახალი გამოცემები, რაც გაამდიდრებს ბიბლიოთეკის ფონდს. წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა სპორტის სასახლეში. საგამოფენო სივრცეში 35-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, მათ შორის, უმაღლესი სასწავლებლებიც. დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ საშუალება, სასწავლო პროგრამების, გრანტების, სტიპენდიების და სტაჟირებების შესახებ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია.