ბნსუ–მ ავტორიზაციის პროცესი წარმატებით გაიარა

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ავტორიზებულია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ საკითხზე 2019 წლის 13 თებერვალს იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო. მომდევნო 6 წლის განმავლობაში სასწავლო უნივერსიტეტი განახორციელებს პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას.
დაწესებულებაში ამ ეტაპზე 500-მდე სტუდენტი ირიცხება. სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 2 ფაკულტეტი - საზღვაო–საინჟინრო ფაკულტეტი და ლოგისტიკის ფაკულტეტი. ბნსუ მიღებას აწარმოებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მოქმედებს 5 უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, აქედან 4 - საბაკალავრო, 1 კი- სამაგიტრო.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ნათია მიქელთაძის განცხადებით, ავტორიზაციის მიღების საკითხი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დიდი გამოწვევა იყო, რასაც წარმატებით უპასუხა.
