სიახლეები უკან

ბნუ-მ „დასაქმების ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

6 ივნისი 2026

2026 წლის 4 ივნისს, ბნუ-მ მონაწილეობა მიიღო „დასაქმების ფორუმში“, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

ბნუ-ს წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა დამსწრეებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, სწავლის პირობები, კარიერული განვითარების პერსპექტივები და დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობები.

ფორუმზე რეგიონში მოქმედი 80-მდე წამყვანი კომპანია 300-ზე მეტი აქტიური ვაკანსიითა და 2000-მდე სამუშაო ადგილით იყო წარმოდგენილი.

მსგავსი მასშტაბის ღონისძიება განსაკუთრებით ხელსაყრელ პლატფორმას ქმნის დამსაქმებლებსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ეს პროცესი ხელს უწყობს სასწავლო პროგრამების შრომის ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან მაქსიმალურ მიახლოებასა და მათ პრაქტიკულ განხორციელებაში ბიზნესსექტორის ჩართულობის გაძლიერებას.