ბნუ-მ „ექსპო - ახალგაზრდულ სერვისებზე“ მიიღო მონაწილეობა
2026 წლის 9 ივნისს, ბნუ-მ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „ექსპო - ახალგაზრდულ სერვისებზე“, რომელიც ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა, მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა და იმ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ პიროვნულ, საგანმანათლებლო და პროფესიულ განვითარებას.
ბნუ-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უნივერსიტეტის პროგრამების, სასწავლო გარემოს, კარიერული წინსვლისა და პერსპექტივების შესახებ.
ექსპოზე წარმოდგენილი იყო რეგიონში მოქმედი სახელმწიფო, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ორგანიზაციები.
ღონისძიებას 500-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა.
