ბნუ-მ სკოლა „გორდასა“ და თურქეთის ლიცეუმის დელეგაციებს უმასპინძლა
20 მაისი 2026
2026 წლის 19 მაისს, ბნუ-მ სკოლა "გორდას" წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს და თურქეთის ქალაქ ნევშქირის (კაბადოკია) სოციალურ მეცნიერებათა ლიცეუმის მასწავლებელთა და მოსწავლეთა დელეგაციას უმასპინძლა.
სტუმრები გაეცნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, აკადემიური და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს; მიიღეს ინფორმაცია სტუდენტური ცხოვრებისა და არაფორმალური აქტივობების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ბნუ-ს სასწავლო და მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა, მათ შორის, აუდიტორიები, სიმულატორები და სტუდენტური სივრცეები.
