ბნუ რექტორთა საბჭოზე
2026 წლის 8 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ რექტორთა საბჭოს სხდომაში, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საბჭოს წარუდგინა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის წესსა და სასწავლო პროცესის რეგულირებას ეხება. ასევე, მონაწილეებმა იმსჯელეს მიმდინარე რეფორმებზე, შეაფასეს შედეგები და დასახეს გამოწვევების გადაჭრის გზები.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და საბჭოს წევრებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.
