სიახლეები უკან

ბნუ-ს 2025 წლის ინსტიტუციური საქმიანობის ანგარიშის წარდგენა

10 იანვარი 2026

2026 წლის 9 იანვარს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში (ბნუ) გაიმართა 2025 წლის ინსტიტუციური საქმიანობის ანგარიშის დაინტერესებული საზოგადოებისათვის საჯარო წარდგენა, ავტორიზაციის სტანდარტებისა და უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბნუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა გასული წლის ძირითადი მიღწევები, განხორციელებული საქმიანობა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას აკადემიური საზოგადოების წინაშე.