სიახლეები უკან

ბნუ-ს იურისტის შეხვედრა სტუდენტებთან

17 სექტემბერი 2025

2025 წლის 17 სექტემბერს, ბნუ-ს იურისტმა, ნინო გობაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებისა და აკადემიური სამართლებრივი პროცესების გაცნობა. იურისტმა დამსწრეებს დეტალურად განუმარტა მათი უფლებები და ვალდებულებები, ასევე სამართლებრივი მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისას.

შეხვედრაზე სტუდენტებმა დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით და მიიღეს ამომწურავი პასუხები უნივერსიტეტის იურისტისგან.