სიახლეები უკან

ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამუშაო შეხვედრა

10 სექტემბერი 2025

2025 წლის 10 სექტემბერს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა პირველკურსელთა ადაპტაციისა და სოციალიზაციის გეგმაზე. სამსახურმა წარმოადგინა ჩასატარებელი ღონისძიებების განრიგი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ინტეგრაციას უნივერსიტეტის აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებაში.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სტრუქტურული ერთეულების მიერ კვარტალური ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქციას. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა დეტალურად განმარტა ანგარიშგების შევსების პროცედურები და ხაზი გაუსვა ერთიანი სტანდარტის დაცვის მნიშვნელობას.