ბნუ-ს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
2026 წლის 12 მაისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს სამუშაო და საგანმანათლებლო ვიზიტით ეწვია რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელიც უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისგან შედგებოდა. ვიზიტი სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო Study Visit-ის ფარგლებში განხორციელდა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების გაცნობა, ასევე ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით ინიციატივებში.
ბნუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ბნუ-ს საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები და სტუდენტური შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების ჩართულობას საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებსა და ტექნოლოგიურ კონკურსებში. ასევე, ბნუ-ს სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის წევრებმა სტუმრებს გაუზიარეს ინფორმაცია სტუდენტური ცხოვრების, ახალგაზრდული აქტივობებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ.
დელეგაციის წევრებმა წარმოადგინეს საკუთარი უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული STEAM მიმართულების პროექტები და სტუდენტური ინიციატივები.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ბნუ-ს სასწავლო და მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სასწავლო აუდიტორიები, სიმულატორები და სტუდენტური სივრცეები.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალში გააძლიერონ თანამშრომლობა ერთობლივი სტუდენტური გუნდებისა და საერთაშორისო პროექტების განვითარების მიმართულებით.
