ბნუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა
24 ოქტომბერი 2025
2025 წლის 24 ოქტომბერს, აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას "საზღვაო ნავიგაცია" (როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან პროგრამას) მიენიჭა აკრედიტაცია კლასტერის ვადით.
ეს მნიშვნელოვანი მიღწევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უნივერსიტეტის ხარისხიან განათლებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
განსაკუთრებული მადლობა განმახორციელებელ, ადმინისტრაციულ პერსონალსა და ჩვენს სტუდენტებს ამ წარმატებისთვის!
