სიახლეები უკან

ბნუ-ს სტუდენტები ახალგაზრულ ფესტივალზე

11 მაისი 2026

2026 წლის 9 მაისს, ბნუ-ს სტუდენტებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალში – „სტუდფესტი 2026“.

პროექტი საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო ქალაქში მიმდინარეობს და მასში ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ახალგაზრდები არიან ჩართულები.

ბნუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში.

პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, გუნდურ მუშაობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოხალისეობრივი ინიციატივების წახალისებას.

ფესტივალი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით.