ბნუ-ს სტუდენტები ანდრო დგებუაძის საჯარო ლექციას დაესწრნენ
2026 წლის 18 მაისს, ბნუ-ს სტუდენტები დაესწრნენ ანდრო დგებუაძის საჯარო ლექციას თემაზე: „უსაზღვრო არჩევანის ეპოქა და კარიერული დაბნეულობა”.
აღნიშნული საჯარო ლექცია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით დაგეგმილ დასაქმებისა და კარიერული განვითარების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრა მიეძღვნა თანამედროვე შრომის ბაზრის ძირითად გამოწვევებსა და გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგიურ ასპექტებს.
ლექციის განმავლობაში დეტალურად განიხილეს არჩევანის თავისუფლების გავლენა კარიერულ სტაგნაციაზე, პიროვნული ფილტრების ჩამოყალიბების მნიშვნელობა პროფესიული იდენტიფიკაციისთვის და კარიერული დაბნეულობის დაძლევის მექანიზმები სწრაფად ცვალებად გარემოში.
ღონისძიებამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაეაზრებინათ საკუთარი პროფესიული მიმართულება და თანამედროვე შრომის ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი შესაძლებლობები.
