ბნუ-ს სტუდენტები BSM Smart Academy-ის პროგრამაში
ბნუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ და „გემის მექანიკა“ პირველი და მეორე კურსის სტუდენტები — წარმატებით ჩაერთნენ Bernhard Schulte Shipmanagement (BSM) Smart Academy-ის საერთაშორისო პროგრამაში.
BSM Smart Academy წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საზღვაო განათლების პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეზღვაურების მომზადებას მომავლის საზღვაო ინდუსტრიისთვის — სადაც გამორჩეულად ფასდება ტექნოლოგიური ცოდნა, პასუხისმგებლობა და პროფესიული ეთიკა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბნუ არის ევროპის რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელიც ჩართულია ამ მასშტაბურ საერთაშორისო პროგრამაში. ეს ფაქტი ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მზარდ როლს გლობალურ საზღვაო განათლებაში და მის მჭიდრო პარტნიორობას მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან - BSM-თან.
ბნუ სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას პირველი კურსიდანვე დაიწყონ საერთაშორისო საზღვაო კარიერის შენება და გახდნენ გლობალური საზღვაო საზოგადოების ნაწილი.
