ბნუ-ს სტუდენტები პირველ სტუდენტურ სპორტულ ფესტივალში მონაწილეობდნენ
2026 წლის 19-24 ნოემბერს, ბათუმში პირველი სტუდენტური სპორტული ფესტივალი – „უნიგამი“ გაიმართა, რომელშიც ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
ფესტივალი აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, აჭარის მთავრობისა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ოთხი უნივერსიტეტისა და სამი პროფესიული კოლეჯის 56 სტუდენტი მონაწილეობდა.
ოთხი საშეჯიბრო დღის განმავლობაში მონაწილეები თავიანთ სასწავლებლებს წარმოადგენდნენ და ერთმანეთს სპორტის არასტანდარტულ სახეობებსა და ინტელექტუალურ თამაშებში ეჯიბრებოდნენ.
ფესტივალის დახურვის საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მონაწილე სასწავლებლების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს ახალგაზრდებში სპორტული და გუნდური ღირებულებების მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
„უნიგამის“ მიზანია სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტული აქტივობების წახალისება, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება და სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
