ბნუ-ს სტუდენტების Erasmus+ მობილობა სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში
28 სექტემბერი 2026
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის „საზღვაო ნავიგაციის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, გიორგი აბესაძე და ამირან გოგიჩაიშვილი, 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე ისწავლიან.
მათი მობილობა Erasmus+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პარტნიორია. უნივერსიტეტებს შორის წლებია ხორციელდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამები.
