სიახლეები უკან

ბნუ-ს სტუდენტების ინიციატივით შავი ზღვის სანაპირო ზოლი დასუფთავდა

31 ოქტომბერი 2026

2026 წლის 30 ოქტომბერს, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის (ბნუ) სტუდენტების ინიციატივით, სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია მოეწყო.

აქციაში უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. მათ ერთობლივი ძალისხმევით სანაპირო ტერიტორია დაასუფთავეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

აქციის მიზანია შავი ზღვის ეკოლოგიური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ზღვის დაბინძურების პრევენციის ხელშეწყობა და გარემოს დაცვის მიმართულებით ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის წახალისება.

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება. თარიღი 1996 წელს შავი ზღვის ქვეყნების მიერ ხელმოწერილ სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას უკავშირდება.