ბნუ-ს სტუდენტების საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკა
ბნუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სამი სტუდენტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო პროგრამაში “Diversity – Cadet Programme”, რომელსაც ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საზღვაო კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement (BSM) ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, ბნუ-ს სტუდენტები კვიპროსში იმყოფებიან, სადაც გადიან სამთვიან საბაზისო კურსს კადეტებისთვის BSM-ის საზღვაო მომზადების ცენტრში. აღნიშნული კურსი მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ მომზადებას თანამედროვე საზღვაო სტანდარტების შესაბამისად.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილე სტუდენტები გაივლიან საზღვაო პრაქტიკას BSM-ის მმართველობის ქვეშ მყოფ გემებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ რეალური სამუშაო გამოცდილება და განივითარონ პროფესიული უნარები.
აღსანიშნავია, რომ ბნუ-სა და BSM-ს შორის თანამშრომლობა მრავალი წელია წარმატებით ვითარდება, რაც სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გარემოში დაეუფლონ საზღვაო პროფესიას და მოემზადონ მომავალი კარიერული გამოწვევებისთვის.
