ბნუ-ს სტუდენტებმა საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მიიღეს მონაწილეობა
2026 წლის 28 აპრილს, ბნუ-ს სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის მხარდაჭერით, ბნუ-ს სტუდენტებმა და პროფესიულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად ორგანიზებულ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში, რომლის მთავარი მიზანი ქველმოქმედება იყო.
ღონისძიება სპორტული შეჯიბრების ფარგლებს გასცდა და ახალგაზრდების სოციალური პასუხისმგებლობისა და თანამოქალაქეების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მატჩზე გაყიდული თითოეული ბილეთი საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება, რის შედეგადაც გულშემატკივრებისა და მონაწილეების მხარდაჭერა კეთილ საქმეში რეალურ წვლილად იქცევა.
მატჩი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ღონისძიების მთავარი გამარჯვება ქველმოქმედების იდეისა და ახალგაზრდების ერთიანობის დემონსტრირება იყო.
ბნუ-ს ბნუ-ს სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობა აქტიურად განაგრძობს ისეთი პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის, თანამშრომლობისა და აქტიური მოქალაქეობის კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.
