ბნუ-ს თანამშრომელი ERASMUS+ გაცვლით პროგრამაში
2025 წლის 17–21 ნოემბერს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი, ქეთევან ბაუჟაძე, ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი ვიზიტით სტუმრობდა რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს (რიზე, თურქეთი).
ვიზიტის მიზანი იყო ადმინისტრაციული პრაქტიკების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომების შესწავლა და თანამშრომლობის გაღრმავება.
ბნუ უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტთან ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, რაც ხელს უწყობს როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებას და უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.
