სიახლეები უკან

ბნუ-ს წარმომადგენელი ERASMUS+ Staff Week-ზე

22 აპრილი 2026

2026 წლის 13–17 აპრილს, ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო Erasmus+ Staff Week-ში, რომელიც ქალაქ კლაიპედაში (ლიეტუვა) გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი აკადემიური და პრაქტიკული აქტივობები, მათ შორის:

  • თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიებისა და სიმულატორების გაცნობა (ROV, VR Ship & Bridge და სხვ.);
  • ვიზიტები პორტისა და ლოჯისტიკის წამყვან კომპანიებში, როგორიცაა KN Energies და Klaipėda Container Terminal;
  • ლექციები და სამუშაო შეხვედრები საზღვაო განათლების, უსაფრთხოების, მწვანე გადაზიდვებისა და პორტების დეკარბონიზაციის მიმართულებით;
  • აკადემიური ქსელური ღონისძიებები საერთაშორისო ექსპერტებთან.

გარდა ამისა, ბნუ-ს წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „Maritime, Offshore Energy and Port Logistics“, სადაც განხილულ იქნა საზღვაო სექტორის განვითარების, ინოვაციებისა და მდგრადი ტრანსპორტის აქტუალური საკითხები.

ღონისძიებას ლიეტუვის საზღვაო აკადემია (Vilnius Tech) მასპინძლობდა.