სიახლეები უკან

ბნუ-ს წარმომადგენელი EVBB EU Policy Camp 2025-ზე

4 ოქტომბერი 2025

2025 წლის 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო EVBB EU Policy Camp 2025-ში, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.

ღონისძიების ცენტრალური თემა იყო „Open Schooling and Inclusion in VET“. ბანაკმა ერთ სივრცეში მოუყარა თავი პროფესიული განათლების მიმართულებით მომუშავე ევროპულ პოლიტიკოსებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს, რითაც ხელი შეუწყო დიალოგსა და გამოცდილების გაცვლას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რიგი პანელური სესიები და ვორქშოფები:

  • პროფესიული განათლების ახალი ხედვები
  • დისკუსია პროფესიული განათლების გახსნილობის აუცილებლობაზე,
  • ინოვაციური სასწავლო პროგრამების დიზაინი, ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა და პროფესიული განათლების, როგორც ადგილობრივი საზოგადოების ჰაბის, განვითარება
  • ინსპირაციული ევროპული მაგალითები გახსნილობისა და ინკლუზიის მიმართულებით.

პროფესორმა გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში ბნუ-ს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისა და მისი ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობების შესახებ.

აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბნუ-სთვის, რადგან ის უზრუნველყოფს: ევროპულ გამოცდილებაზე წვდომას, ინოვაციური პრაქტიკების გაზიარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებასა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვას.

EVBB EU Policy Camp წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც პროფესიული განათლების მომავალი განისაზღვრება ევროპულ კონტექსტში და ბნუ ამ პროცესში უკვე აქტიურად მონაწილეობს.