ბნუ-ს წარმომადგენლის სამუშაო ვიზიტი EVTA-ში
2025 წლის 30 სექტემბერს, ბნუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა, სამუშაო ვიზიტით ევროპის პროფესიული მომზადების ასოციაციას (EVTA) ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ასოციაციის გენერალურ მდივანთან, ჯულია მესკინოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბნუ-ს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებაზე, ერთობლივ პროექტებსა და გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გზები.
EVTA-ს წევრობა ბნუ-სთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ასოციაცია წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ევროპულ პლატფორმას პროფესიული განათლებისა და მომზადების მიმართულებით. ეს წევრობა უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას:
- აქტიურად ჩაერთოს ევროპულ პროფესიულ ქსელებში
- მიიღოს წვდომა ინოვაციურ პრაქტიკებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე
- განახორციელოს ერთობლივი პროექტები და გაცვლითი პროგრამები
- გააძლიეროს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობები.
EVTA-სთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბნუ-ს პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიის კიდევ უფრო ეფექტიან განხორციელებას და მის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას.
