სიახლეები უკან

ბნუ-ს წარმომადგენლის ვიზიტი პოლონეთში

15 დეკემბერი 2025

2025 წლის 8–12 დეკემბერს, ბნუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა გიორგაძე, სამუშაო ვიზიტით ვროცლავის ლოგისტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტში (პოლონეთი) იმყოფებოდა. ვიზიტი Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა თემატური შეხვედრები და სასწავლო აქტივობები მასპინძელ უნივერსიტეტში, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის გაძლიერებას და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას.

ბნუ აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ინტეგრაციის გაღრმავებაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის როგორც პერსონალის პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, ისე სტუდენტების გლობალურ გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობას.