ბნუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
15 სექტემბერი 2026
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო.
ბნუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს.
შეხვედრის ფარგლებში, პირველკურსელები გაეცნენ სასწავლო პროცესის ორგანიზების საკითხებს, უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებასა და მათთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს. ასევე, დაათვალიერეს ბნუ-ს თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა.
ბნუ ყველა სტუდენტს უსურვებს წარმატებულ სასწავლო წელს, საინტერესო გამოცდილებასა და მნიშვნელოვან აკადემიურ მიღწევებს!
