სიახლეები უკან

ბნუ-ში გამოცხადებული სტაჟირების კონკურსის საბოლოო შედეგები ცნობილია

16 ოქტომბერი 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში 2026 წლის 8 ოქტომბერს გამოცხადებული შიდა ანაზღაურებისგარეშე სტაჟირების კონკურსის საბოლოო შედეგები ცნობილია.

კონკურსის შედეგად, ბნუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში გაივლიან სტაჟირებას:

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - არჩილ ჯორბენაძე;
  • საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი - ნიკოლოზ ჯავაშვილი.

ანაზღაურებისგარეშე სტაჟირების ხანგრძლივობა 6 თვეა.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი სტუდენტებს პროფესიული უნარების განვითარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და სამუშაო გარემოს გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს.