სიახლეები უკან

ბნუ-ში განახლებული ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

4 სექტემბერი 2026

2026 წლის 4 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა-კანცლერმა, ლალი ხვედელიძემ, ბნუ-ს საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კანცლერმა დამსწრეებს გააცნო უნივერსიტეტის განახლებული ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. განხილვისას ყურადღება გამახვილდა დაგეგმილ ცვლილებებსა და უნივერსიტეტის საქმიანობის ორგანიზების საკითხებზე.

განახლებული სტრუქტურის შემუშავებაზე იმუშავა სპეციალურად შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც ბნუ-ს თითოეული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შედიოდა. ამგვარმა ჩართულობამ შესაძლებელი გახადა სტრუქტურის შემუშავების პროცესში სხვადასხვა ერთეულის საჭიროებებისა და ხედვების გათვალისწინება.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. ლალი ხვედელიძემ მოისმინა საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრების მოსაზრებები და წინადადებები განახლებულ ორგანიზაციულ სტრუქტურასთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრამ საუნივერსიტეტო საზოგადოებას შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდა დაგეგმილ ცვლილებებს და მონაწილეობა მიეღო მათ განხილვაში.