ბნუ-ში პროფესიული პროგრამის „ელექტროობა“ სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა
2026 წლის 10 ივნისს, ბნუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტროობის“ პროფესიულ სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ბნუ-ს რექტორის მოადგილემ აკადემიური მიმართულებით, პროგრამის ხელმძღვანელმა და თანახელმძღვანელმა, მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პროფესიული ზრდისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საზღვაო სექტორში გემის ელექტრიკოსებზე არსებულ მაღალ დინამიკურ მოთხოვნასა და დასაქმების პერსპექტივებზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპეტენციები პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ შრომის ბაზარზე დასაქმების თვალსაზრისით.
ღონისძიების ფარგლებში ასევე წარადგინეს განახლებული სასწავლო რესურსი (სამფაზიანი დენის სტენდი), რომელიც პროგრამის კურსდამთავრებულის მხარდაჭერით განახლდა და ყოველდღიურ სასწავლო პროცესში პრაქტიკული მეცადინეობების ეფექტურობის ასამაღლებლად გამოიყენება.
