ბნუ-ში ტრეფიკინგის პრევენციაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2025 წლის 22 ოქტომბერს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და შრომის ინსპექციის სამსახურის ორგანიზებით, ბნუ-ს სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღის ფარგლებში ჩატარდა.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე და ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის სახელმწიფო დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობაზე და უწყვეტობაზე.
შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთა ინფორმირება ადამიანით ვაჭრობის, როგორც დანაშაულის, მისი ფორმებისა და საქართველოში არსებული ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების შესახებ; ასევე, ახალგაზრდებში ტრეფიკინგის საფრთხეების გააზრება და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
