სიახლეები უკან

ბულგარეთის ელჩის დესისლავა ივანოვას შეხვედრა “ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანების გამოცდილება“ 19.05.2021

19 მაისი 2021

188142690_206483674472855_8877486064326537291_n.jpg

2021 წლის 19 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოში ბულგარეთის ელჩის ონლაინ შეხვედრას დაესწრო.
ევროპის დღეები 2021"-ის ფარგლებში ონლაინ ფორმატში, საქართველოში ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტისთვის გამართულ ონლაინ შეხვედრას მოდერაცია გაუწია საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა.

სტუდენტებთან შეხვედრაზე დესისლავა ივანოვამ ბულგარეთის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა და თავის პრეზენტაციაში დეტალურად მიმოიხილა აღნიშნული პროცესის თანმდევი ისტორიული გარემოებები. ბულგარეთის ელჩმა თავის გამოსვლაში ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებსა და საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი თანამშრომლების საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბულგარეთის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გამოცდილებით.