დაინტერესებული მხარეების კვლევის შედეგების პრეზენტაცია
2026 წლის 2 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის პერსონალს წარედგინა 2025–2026 სასწავლო წლის განმავლობაში დაინტერესებული მხარეების - სტუდენტების, პერსონალის, დამსაქმებლებისა და კურსდამთავრებულების კვლევების შედეგები.
დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების სისტემატური შესწავლა ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების მნიშვნელოვანი ნაწილია.
მიღებული შედეგების ანალიზი ხელს უწყობს ხარისხის კულტურის განვითარებას, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებასა და უნივერსიტეტის საქმიანობის მუდმივ განვითარებას.
